თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.
2024 წლის 7 ივნისს, პარასკევს, 17.00 საათზე ჩვენი პოლონელი კოლეგა, მარეკ ოლბრიხტი (ჟეშოვის უნივერსიტეტი, პოლონეთი) წაიკითხავს მოხსენებას "სავაჭრო ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე (ძვ. წ. III ს. - ახ. წ. I ს.)".
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220